30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

კიევში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

კიევის დესნიანსკის რაიონში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „უკრინფორმი“, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Telegram-ში გაავრცელა.

„არსებული ინფორმაციით, დესნიანსკის რაიონში მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა“, – განაცხადა ტიმურ ტკაჩენკომ.

მოგვიანებით მომხდარს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც გამოეხმაურა. დედაქალაქის მერის პირველადი ინფორმაციით, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დესნიანსკის რაიონში მდებარე 25-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულს დაარტყა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტზე: შესანიშნავი საქმე გააკეთა, შესაძლოა ქვეყანა ტერორიზმის სპონსორთა სიიდან ამოვიღოთ
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: ძალიან თუ გაჭირდა, ივანიშვილი თავის გუნდზე უარს იტყვის და გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს