კიევში რუსული და უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა ერთმანეთი ცემეს

უკრაინაში, სოფელ გნეზდიჩნეში რუსული და უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა ერთმანეთი ცემეს. ჩხუბისას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელი სტეფან ბალანი დაშავდა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, პროვოკატორები უკრაინულ ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ლიტურგია ჩაშალეს. მღვდლმა განაცხადა, რომ მათ იცოდნენ ჩაფიქრებული პროვოკაციის შესახებ და სამართალდამცველებს მიმართეს, რომელთაც რეაქცია არ ჰქონიათ მანამდე, სანამ ორი ეკლესიის წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიმაკედონიის ექს-პრემიერი უნგრეთში გაიქცა მოკვლის შესახებ მუქარების გამო
შემდეგი სტატიაბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს