კიევში რუსი ბარბაროსების მიერ განადგურებული 390 შენობის აღდგენას ვიწყებთ – კლიჩკო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის მთავრობა თითქმის 600 მილიონ გრივნას გამოყოფს, რუსი აგრესორების მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

კლიჩკო ფეისბუკზე წერს, რომ კიევში რეკონსტრუქციის პროცესი ნელ-ნელა იწყება.

„მეგობრებო, კიევის მთავრობა თანხების გამოყოფას იწყებს. ვიწყებთ რუსი ბარბაროსების ჭურვების შედეგად დაზიანებული და განადგურებული საცხოვრებელი კორპუსების აღდგენას და რეკონსტრუქციას.

დედაქალაქი ბიუჯეტიდან თითქმის 600 მილიონ გრივნა გამოიყოფა. ამას ძალიან ველოდები. ბოლოს და ბოლოს დედაქალაქში თითქმის 390 შენობა უნდა აღდგეს, მათგან 220-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსია, დანარჩენი კი სკოლები ბაღები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებია“, – აცხადებს კლიჩკო.

banner
წინა სტატიაშისაქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ – იოსელიანი
შემდეგი სტატიაადვოკატის განცხადებით, დაკავებული ძმები კაკულიების დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება