15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

კიევში რუსეთის თავდასხმების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო – აშშ-ის საელჩო უკრაინაში

„კიევში რუსეთის თავდასხმების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მათ შორის უკრაინული სახლები და შენობები, სადაც ევროკავშირის დელეგაცია და ბრიტანეთის საბჭოა განთავსებული. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლებს და მათ ოჯახებს. როდესაც საქმე ამ ომს ეხება, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა – მკვლელობები უნდა შეწყდეს და ორივე მხარე კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს“, – აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომლითაც ის კიევზე თავდასხმას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია. კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი.

banner
წინა სტატიაში3 000-ზე მეტი ERAM უკრაინისთვის – აშშ-მა გადაწყვეტილება დაამტკიცა
შემდეგი სტატიაევროპაში რუსეთ-უკრაინას შორის 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას განიხილავენ – POLITICO