კიევში რუსეთის საელჩოსთან მდებარე სკვერს ბორის ნემცოვის სახელი უწოდეს

კიევში რუსეთის საელჩოს გვერდით მდებარე სკვერს ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა – გადაწყვეტილება 15 ნოემბერს კიევის საქალაქო საბჭომ მიიღო. მას 87 დეპუტატიდან მხარი 69-მ დაუჭირა.

ადრე ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა რუსეთის საელჩოების სკვერებს ვაშინგტონსა და ვილნიუსში. აშშ-ში სახელი 2018 წლის თებერვალში მიანიჭეს, ვილნიუსში კი მიმდინარე წლის აგვისტოში – “დოიჩე ველე” წერს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიაჩვენეთ 23 მაისის სხდომა, რომელიც სტრასბურგში გაიმართა და მოსახლეობა, მათ შორის ჯარისკაცები დაინახავენ, რომ იქ სახელმწიფო მთლიანად მათი ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული
შემდეგი სტატიათვითმკვლელობა ქუთაისის მეორე საპყრობილეში – გარდაცვლილის ოჯახი, ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს