კიევში რუსეთის მოქალაქე ცემეს

8კიევში, რუსეთის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც ხმის მისაცემად მივიდა, ცემეს – “112 უკრაინა” ავრცელებს.
მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, აქტივისტებმა, რომელთაც გადაკეტილი აქვთ საელჩოს შესასვლელი, ის ცემეს.
როგორც მეორე უკრაინული გამოცემა “სტრანა” ავრცელებს, შემთხვევა დღეს ერთადერთი არ ყოფილა.
აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დღეს დილით გავრცელდა, რომ კიევში რუსეთის საელჩოს შესასვლელი რამდენიმე ადამიანმა დაბლოკა, რომ სახელმწიფო დუმას არჩევნებს ხელი შეუშალოს – საელჩოში საარჩევნო უბანია გახსნილი. აქციაში მონაწილეობენ ნაციონალისტური პარტია “თავისუფლების” წევრები. ერთ-ერთი მონაწილე ძაღლით არის მისული. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ნაციონალისტებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, როცა პოლიციას აქტივისტების დაშლა უნდოდა.

ასევე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ უკრაინის მთავრობამ კიევსა და ხარკოვში რუსეთის საელჩოების უსაფრთხოების ზომების გაზრდისთვის 500 პოლიციელი და 200 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი გამოყო.
გუშინ ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობების ოთხივე ოფისისთვის სულ 1,5 ათასი სამართალდამცავი იქნება გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბრის ღამით კიევში რუსეთის საელჩოს უცნობი ადამიანები დაესხნენ თავს. საელჩომ კიევს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ინციდენტის გამოძიება სთხოვა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ოცნებური“ იაღლიში: აგიტატორებმა ზაზა ხუციშვილის პლაკატები სხვა საარჩევნო უბანში გააკრეს?!