კიევში რუსეთის 2 ინფორმატორი დააკავეს

კიევში უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრებმა დააკავეს 2 პირი, რომლებიც რუსი ოკუპანტებისთვის ინფორმაციას აგროვებდნენ.

„სამსახურებრივი და საბრძოლო ამოცანების შესრულებისას, ეროვნულმა გვარდიელებმა დააკავეს მოქალაქე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ადგილსამყოფელს ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდა.

გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებმა დონეცკის 51 წლის მკვიდრი დააკავეს, რომელიც ფოტოებს საგუშაგოსთან და მიმდებარე ტერიტორიაზე იღებდა. მამაკაცის მობილური ტელეფონის შემოწმებისას გაირკვა, რომ იგი ოკუპანტებთან აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა და რუსებთან მუდმივად რეკავდა“, – აღნიშნულია უკრაინის ეროვნული გვარდიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს