კიევში, ქართველი მებრძოლი ალექსანდრე ხუსკივაძე გულის შეტევით დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ალექსანდრე ხუსკივაძე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი.

33 წლის სამხედრო კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიშოვში სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა
შემდეგი სტატიააშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ რყევის გამომწვევი განცხადებები ელჩმა არ უნდა აკეთოს – ვოლსკი