კიევში ქართველი სტუდენტები სცემეს

Crime Scene

კიევში ქართველი სტუდენტები სცემეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკება მოხდა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, დაცვამ პოლიცია გამოიძახა და სამართალდამცველებმა მათ სცემეს.

ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც.

ქართველი სტუდენტები განმარტავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა
შემდეგი სტატიაუძრავ ქონებაზე ფასები მცირდება