კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მიტინგი მიმდინარეობს

კიევში უკრაინის პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მიტინგი მიმდინარეობს. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.

არსებული ინფორმაციით, მიტინგის მონაწილეების წინაშე სიტყვით პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოდის. სააკაშვილი რიგ ახალ მოთხოვნებს წაუყენებს უკრაინის პრეზიდენტს.

ახალ მოთხოვნებს შორის არის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ტარიფების ზრდის გაყინვა, პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა.

უკრაინის პარლამენტის შენობას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავს. ვითარება მშვიდია.

banner
წინა სტატიაშიისლანდიამ ახალი პარლამენტი აირჩია
შემდეგი სტატიაყირგიზეთმა რუსეთს სახეში შეაფურთხა