კიევში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი დემონტაჟს დაექვემდებარება

უკრაინა რუსულ იმპერიულ და საბჭოთა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სიმბოლოებისგან დედაქალაქის სივრცეს წმენდს. კიევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დემონტაჟს დაექვემდებარება მწერლისა და დრამატურგის, მიხეილ ბულგაკოვის ქანდაკება.

ბრინჯაოს ძეგლი 2007 წლიდან ანდრიევსის დაღმართზე, ბულგაკოვის მუზეუმთან იდგა. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, ბულგაკოვის მონუმენტის გარდა, დემონტაჟს კიდევ 14 სხვადასხვა ობიექტი და ძეგლი დაექვემდებარება.

ოფიციალური კიევის განმარტებით, უკრაინულ საზოგადოებრივ სივრცეში რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირთან ასოცირებული სიმბოლოების ადგილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად, ყალბი ბლანკები მოათავსეს – თბილისში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბათუმში 19 წლის პირის დაჭრის ბრალდებით 34 წლის მამაკაცი დააკავეს