კიევში მეტროს მრავალმეტრიანი ბზარი გაჩნდა

5-1კიევში, მეტროსადგურ “დნეპრის გმირებში”, გვერდით მიმდინარე მშენებლობის გამო, მრავალმეტრიანი ბზარი გაჩნდა -ამის შესახებ დღეს უკრაინული მედია ავრცელებს.
“მეტროსადგური შუაზე გასკდა. უზარმაზარი ათმეტრიანი ბზარი სადგურს ორად ყოფს. მგზავრებს ეშინიათ. შემდეგ სადგურემდე ფეხით მიდიან” – წერს ჟურნალისტი კონსტანტინ კოვალენკო. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბზარი გვერდით მიმდინარე მშენებლობამ გამოიწვია. “თუკი მშენებლობა არ შეჩერდება,, თავზე დაგვენგრევა ეს სადგური და ეს იქნება ევროპაში ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც ქრთამის აღების გამო მოხდა” – წერს კოვალენკო.
20 სექტემბერს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მსვლელობისას მომიტინგეებმა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ფიტული დაწვეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიასამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას უვადო პატიმრობა მიესაჯა