კიევში ლესია უკრაინკას საფლავი გაქურდეს

კიევში უცნობებმა უკრანელი პოეტის ლესია უკრაინკას საფლავი გაქურდეს – უკრაინული მედია წერს. საფლავიდან მოპარულია ყველაფერი, რაც ბრინჯაოს შეიცავდა.
ლესია უკრაინკა უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსია.
პოეტი საქართველოში რამდენჯერმე იყო და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა კიდეც საქართველოში. ის კარგად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და იცოდა ქართული ანბანი. პოეტი 1913 წელს საქართველოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიეუთოს დაღუპული თანამშრომლის ცხედარი უკრაინულ მხარეს გადასცეს
შემდეგი სტატიათურქეთის ერთ-ერთ ბაღში სამხედრო გადატრიალების ინსცენირება დადგეს