კიევში კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა

კიევში კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა. მის დამფუძნებლებს შორის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, არიან უკრაინის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ალექსანდრ დანილუკი და ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ ფედორინი.

ცენტრმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილმა კახა ბენდუქიძე გაიხსენა და თქვა, რომ ის არამარტო საქართველომ, არამედ უკრაინამაც დაკარგა.

„უკრაინის მთელი ინტელექტუალური ელიტაა აქ შეკრებილი და კახას ამხელა პატივს სცემენ. მე მახსოვს ბოლო დღეებში კახა მიტოვებული საქართველოში, სადაც საქართველოს მთავრობა ეუბნებოდა, რომ 6 კვადრატულ მეტრ საკანში ჩასვამდნენ და დაბანის საშუალებსაცა არ მისცემდნენ. ისე განიცდიდა ამ ყველაფერს, რომ ვფიქრობ, ამანაც მოუსწრაფა სიცოცხლე. სულ სხვა იქნებოდა დღეს უკრაინა, ის რომ გამხდარიყო უკრაინის მინისტრი, როგორც ეს იგეგმებოდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გაეცანით 1,18 ლარიან მენიუს” – რიმა ბერიძე საზოგადოებას პასუხობს
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად ტესტირება ჩატარდება