კიევში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგა) ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოსტინმა აღნიშნულ ფაქტს უკრაინისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შორის ”თანამშრომლობის ახალი ეტაპი უწოდა”. მისი თქმით, ”ეს გაზრდის ეფექტურობას და რეაგირების სიჩქარეს იმ დანაშაულებზე, რომლებსად რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ”.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა აღნიშნული, ICC-ის ღია ოფისი კიევში სასამართლოს ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა ჰააგის გარეთ.