ძლიერი ყინვების გამო კიევში გათბობის 105 თავშესაფარი გაიხსნა, სადაც ყველას შეუძლია მიმართოს სამედიცინო დახმარებისა და ცხელი ჩაისთვის – ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
პუნქტები კიევის ათივე რაიონშია გახსნილი.
მომავალი დღეების განმავლობაში სინოპტიკოსები ტემპეტატურის მკვეთრ დაცემას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ღამე -20 გრადუსამდე იქნება, დღისით კი -13-15.