კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება – განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად… ჩვენ ვშორდებით რუსულ გაზსა და ნავთობს. ჩვენ ასევე განვიხილავთ „ჩრდილოვან“ ფლოტთან დაკავშირებულ საკითხებს და ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ | აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რადაში სიტყვით გამოსვლის დროს.
მეცოლა კიევში დღეს ჩავიდა.















