კიევში ევრომაიდანის წლისთავზე პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

2კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ევრომაიდანის მესამე წლისთავს ზეიმობდნენ, შეტაკება მოხდა. აქტივისტებმა მოედანზე საბურავები მიიტანეს და ცეცხლის დანთებას შეეცადნენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.
სცენიდან გამოაცხადეს, რომ პოლიცია მოქალაქეების მშვიდობიან აქციას ხელს უშლის. სიტყვით გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ “დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად უნდა დადგნენ”, ამის შემდეგ ევროპის მოედნისკენ ნიღბიანი ახალგაზრდები გაემართნენ, რომლებმაც პოლიციელებს საბურავები წაართვეს და მას ცეცხლი წაუკიდეს. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, თუმცა, დაშავებულებზე ან დაკავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაიდანზე, როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ბევრი პოლიტიკოსი იმყოფებოდა. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღე აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიჭარბი ხელისუფლება საფრთხეს ქმნის
შემდეგი სტატიავარდების რევოლუცია