კიევში ექს-დეპუტატის მკვლელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც რუსეთის დუმას ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლა, მცველის მიერ მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა – “ბიბისი” უკრაინის გენპროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა, რომ მკვლელი რეანიმაციაში იმყოფებოდა.

რამდენიმე საათის წინ კიევის ცენტრში მოკლული რუსეთის დუმას ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც დუმაში ხელახლა ვერ მოხვდა, მეუღლესთან, მარია მაკსაკოვასთან ერთად უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად – მარია მაკსაკოვაც რუსეთის დუმას ყოფილი დეპუტატია.
უკრაინაში ცხოვრების უფლების მიღების შემდეგ, დენის ვორონენკოვმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ასევე, მან ყირიმის ანექსია დაგმო და რუსეთი ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ ვორონენკოვის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართის საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ვორონენკოვმა მოსკოვში, საერთაშორისო ქოჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა თაღლითური გზით გაყიდა.

banner
წინა სტატიაშიტერესა მეი: ლონდონელი ტერორისტის შესახებ პოლიციამ იცოდა
შემდეგი სტატიაეს უკვე არის ბელადომანია