(Video) კიევში და მოსკოვში დააკავეს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები

მოსკოვში და კიევში, სამართალდამცავებმა სინქრონულად დააკავეს „კანონიერი ქურდები“ ავთანდილ ჯიქია და გიორგი კილაძე.
2006 წლიდან ფედერალურ ძებნაში მყოფი ავთანდილ ჯიქია, იგივე ავთო ზუგდიდსკი, ეჭვმიტანილია ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, რომელმაც ყაჩაღური თავდასხმა ჩაიდინა მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში. ჯიქია ზუგდიდის ციხიდან 1992 წ. გაიქცა. სამართალდამცავთა ცნობით, მან შექმნა დანაშაულებრივი დაჯგუფება და არაერთი დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ სამეგრელოსა და აფხაზეთში. ოპერატიული მონაცემების თანახმად, ჯიქია უარყოფს, რომ ის „კანონიერი ქურდია“.
რაც შეეხება გიორგი კილაძეს, იგივე გეგა “ოზურგეტსკი“, იგი არც ადასტურებს და არც უარყოფს „კანონიერი ქურდის სტატუსს“. უკრაინული პრესა იუწყება, რომ კილაძე ქვეყნაში დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოვიდა. კრიმინალური ავტორიტეტის „ლაზარეს“ გარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გააძევეს უკრაინიდან, მას არ ჰქონია ურთიერთობა ქვეყანაში მოქმედ კანონიერ ქურდებთან“.

banner
წინა სტატიაშითურქული არმია: სირიაში დაახლოებით 100 ტერორისტია მოკლული
შემდეგი სტატიაჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალია”