კიევში ჩეხეთის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ჩავიდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი და რამდენიმე ჩეხი სენატორი კიევში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური საინფორმაციო სააგენტო Novinky ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევში ასევე ჩავიდნენ პოლონელი სენატორები მარშალ ტომაშ გროძკის ხელმძღვანელობით.

„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ უკრაინის პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე კიევის გარეუბნებში გავემგზავრებით, რომლებიც რუსი აგრესორების მიერ, მნიშვნელოვნად დაზიანდა, მათ შორისაა გენოციდი, რომელიც იქ მოხდა“, – განაცხადა ვისტრჩილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეოთხედ გაცვალეს – გათავისუფლებულია 30 ადამიანი
შემდეგი სტატიარუსეთის ცენტრალურ ფედერალურ მხარეში მდებარე ბრიანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა, მას უკრაინული ძალები დაესხნენ თავს – გუბერნატორი