კიევში, საკუთარ ავტოამნქანასთან დაცხრილეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი. მას ხუთი ტყვია ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მისული კრიმინალისტები მოხდარის მიზეზებს იკვლევენ და დეტალებს იძიებენ.
უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ მოკლული მათი თანამშრომელი ივან ვორონიჩია. თავდამსხმელმა მას მაყუჩიანი იარაღიდან ხუთჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


















