კიევმა პუტინის სტატიაზე კომენტარი გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აპირებს, რომ უპასუხოს ვლადიმირ პუტინის სტატიას, სადაც “რუსი და უკრაინელი ხალხის ისტორიულ ურთიერთობაზეა” საუბარი – წერილი 12 ივლისს კრემლის საიტზე რუსულ და უკრაინულ ენებზე გამოქვეყნდა – ზელენსკიმ 13 ივლისს თქვა. სტატიაში პუტინი წერს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში არსებული ცივი დამოკიდებულებები არის ტრაგედია, რომელიც გაერთიანებულ ხალხთა შორის ურთიერთობის მოწამვლის მცდელობის შედეგია.
უკრაინის პირველმა პირმა, თავის მხრივ, პუტინის თეზისზე “ძმური ხალხი” კომენტარი გააკეთა: “ჩვენ არ ვახსოვართ, როცა ფაშიზმზე გამარჯვებაზე, მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ, რამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, და ჩვენ გვიხსენებენ სხვა შემთხვევებში, რომ ჩვენ ძმური ხალხები ვართ. ვფიქრობ, ასე მოქცევა ძმური არ არის. უფრო მეტად გავს აბელსა და კაენს”. ზელენსკიმ ასევე დაამატა: “თუკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკრაინულად დაიწყო წერა, ესე იგი, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ამ გადაწყვეტილებას მე მხარს ვუჭერ” – “დოიჩე ველე” წერს.
უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო თვლის, რომ ვლადიმირ პუტინის ინტერპრეტაციები “განსაკუთრებული ორიგინალურობით” არ გამოირჩევა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რუსეთის მეფეების დროს დაწყებულ ისტორიის გადაწერას აგრძელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის სტატია “ღრმაა და ძალიან კარგი მიზეზია ამ საკითხებზე მსჯელობისთვის”. “ზუსტად ამ სტატიაზე დაყრდნობით უკვე შესაძლებელია რუსეთის პრეზიდენტის განწყობის გაგება რუსეთ-უკრაინის კონტაქტების შესაძლო აზრობრივი გაღრმავებისთვის” – თქვა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთმა რასიზმის წინააღმდეგ გაეროს კონფერენცია დაბლოკა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – იმედი მაქვს, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში