კიევმა ჰამბურგში რუსეთი სამხედრო გემების იმუნიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა

რუსეთმა, როცა მან ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურები და გემები დააპატიმრა, სამხედრო გემების იმუნიტეტის პრინციპი დაარღვია, რომელიც გაეროს საზღვაო სამართლის უფლებით არის განსაზღვრული – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. ის პარასკევს, 10 მაისს ჰამბურგში გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მოსმენებში სიტყვით გამოვიდა.
“რუსეთი იმ შემთხვევაშიც კი, საკუთარ ტერიტორიულ წყლებშიც რომ დაეკავებინა უკრაინული გემები, ან საზღვაო ეკონომიკურ ზონაში, მაინც დაარღვევდა კონვენციას. სამხედრო გემების იმუნიტეტი საერთაშორისო სისტემაში მთავარი იმუნიტეტია” – ხაზგასმით აღნიშნა ზერკალმა.

ჰამბურგის სხდომაზე რუსეთს საკუთარი წარმომადგენელი არ გაუგზავნია. რუსეთი თვლის, რომ საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს ქერჩის ინციდენტის განხილვის უფლებამოსილება არ გააჩნია. მისი პოზიციით, დაკავებული მეზღვაურების ბედს რუსეთის სასამართლო გადაწყვეტს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე დიპლომატებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგუაიდოს თქმით, ვენესუელაში შესაძლებელია აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია