კიევმა ევროვიზიის რუსი მონაწილის მიღების პირობები დაასახელა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ დაასახელა პირობები, რომლის დაცვაც მოუწევს “ევროვიზიის” რუს მონაწილეს კიევში ჩამოსვლისას – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“თუკი იულია სამოილოვა სახალხოდ არ გამოსულა ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდასაჭერად, მის გამოსვლაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუკი ის ხელოვანია, ჩვენ მხოლოდდამხოლოდ მივესალმებით” – გერაშეკნომ განაცხადა და დაამატა, რომ თუკი რუსი კონკურსანტი პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ: “თუკი მას პროვოკაციებისთვის გამოიყენებენ, ჩვენ წინააღმდეგი გამოვალთ” – თქვა უკრაინელმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს “ევროვიზია” კიევში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიის პრემიერმა თურქეთის წინაშე ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ოცნება !!! გააჩერე ეს თქვენი ერთუჯრედიანი წევრები!