“კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა „ახალი ტერიტორიული რეალობა“ უნდა აღიარონ” – სერგეი ლავროვი

კიევი და დასავლეთის ქვეყნები უნდ შეეგუონ იმ ახალ ვითარებას, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოებამ შექმნა – ამის შესახებ ინტერვიუში რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა.

“კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ადგილობრივი რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა”, – განაცხადა მინისტრმა.

ლავროვი ასევე ამბობს, რომ აუცილებელია უკრაინას მიენიჭოს ნეიტრალური, არაალიანსური და არაბირთვული სტატუსი, ხოლო ქვეყანამ განიცადოს „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“.

მისივე განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ყოფნის ზრდა უნდა შეჩერდეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ დასავლეთში აცნობიერებენ – უკრაინაში სტრატეგიული უპირატესობა უკვე მთლიანად რუსეთის არმიას აქვს.

“ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება — სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით”, — განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატიაშტორმი და ძლიერი ქარი – სტიქიამ ბათუმსა და ქობულეთში პრობლემები შექმნა