კიევის სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულში ბრალდებული პირველი რუსი ჯარისკაცი წარდგება

კიევის სასამართლოში დღეს შესაძლო ომის დანაშაულის საქმეზე პირველი რუსი ჯარისკაცის პროცესი დაიწყება.

მედიის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც კიევის რაიონული სასამართლოს წინაშე წარდგება, კანტემიროვსკაიას სატანკო დივიზიის მეთაური, 21 წლის ვადიმ შისიმარინია. ის 62 წლის უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, სერჟანტი შისიმარინი სუმის ოლქში იბრძოდა, როდესაც მან 28 თებერვალს, სოფელ ჩუპახივკაში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. კერძოდ, მან ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ავტომობილს.

banner
წინა სტატიაშიაზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციაზე მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს – ვერეშჩუკი
შემდეგი სტატიაკრემლი ახლა უკრაინის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგიცაა, ეს ადასტურებს, რომ მათ სიტყვებს ფასი არ აქვს – პოდოლიაკი​​