კიევის სასამართლომ უარი თქვა ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნაზე

კიევის მეექვსე სასამართლო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სარჩელზე განაჩენი გამოიტანა. პრეზიდენტობის კანდიდატს ბრალი ამომრჩევლების მოსყიდვაში ედება. სასამართლო ადგილობრივი დროით 21.00 საათზე დაიწყო. მომჩივანი მხარის მტკიცებულებით, ზელენსკი 19 აპრილს პეტრე პოროშეკოსთან დებატებზე მოსასვლელად ხალხს ბილეთებს უფასოდ ურიგებდა. საჩივარის ავტორის, ანდრეი ხილკოს თქმით, ეს ფაქტი ამომრჩევლების მოსყიდვაა.
სასამართლომ უარი თქვა ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნაზე.

უკრაინაში საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტური კვირას, 21 აპრილს გაიმართება.

 

banner
წინა სტატიაშიკიევის სასამართლო ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ განაჩენს აცხადებს
შემდეგი სტატიარომან პოლანსკიმ ამერიკის კინოაკადემიაში აღდგენა მოითხოვა