კიევის სასამართლო ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ განაჩენს აცხადებს

კიევის მეექვსე სასამართლო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სარჩელზე განაჩენს ამ წუთებში აცხადებს. პრეზიდენტობის კანდიდატს ბრალი ამომრჩევლების მოსყიდვაში ედება. სასამართლო ადგილობრივი დროით 21.00 საათზე დაიწყო. მომჩივანი მხარის მტკიცებულებით, ზელენსკი 19 აპრილს პეტრე პოროშეკოსთან დებატებზე მოსასვლელად ხალხს ბილეთებს უფასოდ ურიგებდა. საჩივარის ავტორის, ანდრეი ხილკოს თქმით, ეს ფაქტი ამომრჩევლების მოსყიდვაა.

ინფორმაცია განახლდება.

banner
წინა სტატიაშიპარიზში 200-მდე “ყვითელი ჟილეტის” პროტესტანტი დააკავეს
შემდეგი სტატიაკიევის სასამართლომ უარი თქვა ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნაზე