კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იუწყება.

„სასამართლომ სააკაშვილის წარმომადგენლის რუსლან ჩერნოლუცკის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ 3 იანვარს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა“, – განაცხადა მოსამართლე ანდრეი კოროტკიხმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო წესით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე, სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება კანონიერად აღიარა.

banner
წინა სტატიაშიაქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ 3 582 ლარი იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – მზად ვართ, მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები