კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება – რეგიონის ხელმძღვანელი

კიევის რეგიონში, ბელორუსის საზღვართან, ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდადაა, მაგრამ რეგიონი მუდმივად იმყოფება რუსეთის შემოჭრის საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა.

„ბოლო დღეებში გავრცელდა ბევრი ინფორმაცია განსხვავებული გეგმის შესახებ, ბელორუსის საზღვრიდან რუსული ჯარების მორიგი შეჭრის შესაძლებლობის შესახებ. ამიტომ, დღეს ჩვენ რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელობასთან ერთად მივედით და შევამოწმეთ უსაფრთხოების აღჭურვილობა.

ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა. ის ინფორმაცია, რასაც სოციალურ ქსელებში ხედავთ, არ შეესაბამება სიმართლეს იმის შესახებ, რომ აქ აქტიური ქმედებები მიმდინარეობს. კიევის რეგიონში ყველაფერი ნორმალურადაა, სიტუაცია მთლიანად კონტროლს ექვემდებარება“, – დასძინა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა – უკრაინის შს სამინისტრო
შემდეგი სტატიადროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად – უკრაინის გენშტაბი