კიევის რეგიონში რუსების მიერ ნაწამები სამოქალაქო პირის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს

სამართალდამცველებმა კიევის რეგიონის ნაწილის ოკუპაციის დროს, რუსების მიერ ნაწამები სამოქალაქო პირის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ კიევის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ანდრი ნებიტოვმა „ტელეგრამზე“ განაცხადა.

“ოკუპანტებმა სასტიკად აწამეს მშვიდობიანი მოქალაქე ნოვე ზალისიაში“, – აღნიშნა ნებიტოვმა.

მისი თქმით, მამაკაცს ხელები თოკით ჰქონდა დაბმული, რომელიც შეკრული იყო საბუქსირე კარაბინერით. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებითვე, მოკლულს თოკი კისერზეც ჰქონდა მოხვეული, რაც, ნებიტოვის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ კაცს სიკვდილამდე ახრჩობდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივლისის მდგომარეობით, კიევის რეგიონში რუსული ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების 1346 ცხედარია აღმოჩენილი.

banner
წინა სტატიაშითუ გამოჯანმრთელდება და მოგვარდება ყველაფერი, ალბათ უკრაინაში უნდა იყოს – გიული ალასანია სააკაშვილზე
შემდეგი სტატიარეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხერსონში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება