30 ოქტომბერს, კიევში, სოლომენსკის რაიონში მდებარე უკრპოჩტის განყოფილებაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაშავდნენ ადამიანები.
“შემთხვევის შედეგად დაშავდა ფოსტის 5 თანამშრომელი”. – წერია კიევის პოლიციის განცხადებაში.
მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი.















