კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა ისაუბრა.

“მხოლოდ გუშინ კიდევ 20 ცხედარი იპოვეს, ძირითადად ბოროდიანკაში. ეს არის სოფლები, რომლებიც ასევე ახლოსაა ვიშგოროდთან”. – თქვა ნებიტოვმა.

მისივე თქმით, კიევის ოლქის პოლიციამ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში უკვე აღმოაჩინა 1 235 ცხედარი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა.

“უმეტესად არიან ადამიანები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპნენ. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის ჯარის ფართომასშტაბიანი დანაშაულების შესახებ კიევის ოლქში”. – თქვა ნებიტოვმა.

banner
წინა სტატიაშიტურისტული ვიზიტების 52 %-ზე მეტი აღდგენილია
შემდეგი სტატიაყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვმა არ იტიროს, თქვენ კი ასობით ადამიანს ტანჯავთ – კადიროვი „აზოვის“ ჯარისკაცებს მიმართავს