კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის დახმარების გაძლიერებასა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას.
ამის შესახებ ინფორმაცია ვიტალი კლიჩკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მე შევხვდი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს. ვისაუბრეთ ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და საჭირო დახმარებაზე. იარაღზე, ეკონომიკურ, ფინანსურ დახმარებაზე და უფრო მძლავრ და ეფექტურ სანქციებზე რუსი აგრესორის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერები ეწვიონ უკრაინას და თავად ნახონ რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შედეგები, რომელიც ანგრევს ჩვენს ქალაქებს და სასტიკად კლავს მშვიდობიანი უკრაინელებს”, – წერს კლიჩკო.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა რაც შეიძლება მალე, ვინაიდან საუბარია მთელი ევროპის დაცვაზე.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაყვლზ სწრფ ავტდზღვვ – თიბისი დაზღვევა