კიევის დაბომბვა კასპიის ზღვიდან განხორციელდა (ვიდეო)

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, რომელიც გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, მძიმე ვითარებაა. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა პირებმა 1 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, რომლის შვილიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. 7 წლის გოგოს სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოშია გადაყვანილი კიდევ რამდენიმე დაშავებული.

“ამ დროისთვის ერთი დაღუპულის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, მისი შვილი გადავარჩინეთ. პუტინის ლაჩრული ომის გამო ბავშვი დაობლდა”, – თქვა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.

კიევის დაბომბვა კასპიის ზღვიდან განხორციელდა – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა.

 

https://youtu.be/pZ4jvEwNvSk

 

 

https://youtu.be/7MX02zEMCKo

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გმირულად დაღუპულ ალუდა ზვიადაურს 28 ივნისს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაერთ-ერთი რაკეტა კიევში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოხვდა