კიევში, ხრეშჩატიკის ქუჩაზე მიწისზედა რობოტული სისტემების, მათ შორის Rys Pro-სა და TerMIT-ის “აღლუმი“ გაიმართა.
„ძალა მხოლოდ ის არ არის, რაც დარტყმას უძლებს. ძალა არის ის, რაც წინ მიდის: ხმელეთზე, წყალში, ცაში. სადაც მტერი ჩვენს სუსტ წერტილს ეძებს, იქ ჩვენ უპირატესობას ვქმნით. სადაც გუშინ შესაძლებლობების ზღვარი იყო, დღეს ტექნოლოგია, სიჩქარე და სიზუსტეა. ამ მოძრაობის შეჩერება შეუძლებელია, რადგან თითოეული მანქანის უკან გულწრფელი გული და ბრწყინვალე გონება დგას“, — განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
გარდა ამისა, წყალზე წარმოადგინეს Magura, Sea Baby და სხვა საზღვაო დრონები.
„თითოეული გადაწყვეტილების უკან ამ ომის გამოცდილება დგას, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია. გზის თითოეული კილომეტრის უკან ერთი მიზანია — დავიცვათ ის, რაც ჩვენია: ჩვენი გზები, ჩვენი ქალაქები, ჩვენი ცა, ჩვენი უფლება, ვიცხოვროთ თავისუფლად ღვთით ბოძებულ მიწაზე. უკრაინული ძალა დღეს მრავალ ფორმას იღებს: ის მიდის წინ, დაცურავს და დაფრინავს. ის ხედავს უფრო შორს, მოქმედებს უფრო სწრაფად და პოულობს გზას იქ, სადაც ჩანს, რომ გამოსავალი არ არის“, — განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
















