კიევის ცენტრში პრეზიდენტის კორტეჟმა 88 წლის პენსიონერი გაიტანა

დღეს, რამდენიმე საათის წინ კიევის ცენტრში მანქანამ 88 წლის პენსიონერი გაიტანა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ფეხი აქვს მოტეხილი და მიღებული აქვს ტვინის შეტყევა – “112 უკრაინა” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მანქანა, რომელმაც მამაკაცი გაიტანა, პრეზიდენტ პოროშენკოს ესკორტიდან იყო. შემთხვევის შემდეგ ესკორტმა გზა გააგრძელა, მანქანა კი ადგილზე დარჩა სამართალდამცველების მოსვლამდე. სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ ვიდეო ჩანაწერიც გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი სენაკში
შემდეგი სტატიადონბასში ორშაბათიდან სამშვიდობო რეჟიმი მოქმედებს