კიევიდან წასულ მოსახლეობას – 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება – კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მცხოვრებლებს, რომლებიც რუსეთთან ომის გამო იძულებულები გახდნენ ქალაქი მიეტოვებინათ, კიევში დაბრუნება 8-9 მაისის შემდეგ შეუძლიათ. ამის შესახებ მან “Радио НВ”-ს ეთერში განაცხადა.

„რეკომენდაციას ვუწევ კიეველებს ჯერ არ იჩქარონ უკან დაბრუნება, საფრთხის გათვალისწინებით. აგრესორის მიზანი იყო და რჩება დედაქალაქი. ნაღმების დიდი რაოდენობა გარეუბნებში, ტყიან ადგილებშია. სამხედროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი საფრთხისშემცველია. უსაფრთხოების გარანტირება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება“,- განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, 8-9 მაისს ქალაქში „კომენდანტის საათი“ ისევ 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. დედაქალაქის მერის შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით კიევში 2,2 მილიონი ადამიანი იმყოფება, 24 თებერვლამდე კი მოსახლეობის რაოდენობა 3,5 მილიონს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა პასუხი უნდა აგოს კიევის „რეჟიმის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე – ვოლოდინი
შემდეგი სტატიაპუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა უკრაინაში უკანონო შეჭრა გაამართლოს – ბლინკენი