კიევი პოლონეთის საკონსულოს დაცხრილვაში რუსულ კვალს ხედავს

უკრაინის უშიშროების სამსახურები აცხადებენ, რომ ლუცკში პოლონეთის საკონსულოს დაცხრილვაში რუსული კვალი იკვეთება – რამდენიმე წუთის წინ უშიშროების სამსახურს პრეს-ცენტრმა გაავრცელა. “პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ პროვიკაციები, რომელიც დროდადრო ხდება უკრაინაში, მხოლოდ ერთ მხარეს – რუსეთს აწყობს, მისი ხელწერა ჩანს შორიდანაც” – ნათქვამია პრეს-რელიზში, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ “აგრესორის მოქმედებები უკრაინისა და პოლონელი ხალხის მეგობრობას ვერ დაარღვევს”.
დღეს, 29 მარტს უკრაინაში ყველა პოლონური საკონსულო დაიხურა, წუხელ ლუცკში გენერალური საკონსულოს დაცხრილვის გამო. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებენ თუ არა დიპლომატიური მისიები ხვალიდან მუშაობას – უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ლუცკის პოლიციამ დაადასტურა, რომ 29 მარტს, დაახლოებით შუა ღამის საათებში პოლონეთის გენერალურ საკონსულოში მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის სახურავზე დაახლოებით 2-3 დიამეტრის ხვრელი წარმოიქმნა – “ბიბისიმ” გაავრცელა.
ვიცე-კონსულმა კშიშტოფ სავიცკიმ გამოცემას განუცხადა, რომ შენობას ნაღმმტყორცნიდან ესროლეს. მან აღნიშნა, რომ შენობაში იმ დროს ხალხი იმყოფებოდა, “მაგრამ ისინი იმან გადაარჩინა, რომ სროლა ფანჯრიდან 20 სანტიმეტრით მაღლა განხორციელდა”.
ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში პოლონეთის საკონსულო დაიხურა
შემდეგი სტატია(video) დაპირისპირება ახალქალაქში