კიევი და ზაპოროჟიე რუსული კომბინირებული შეტევის სამიზნეები გახდნენ

რუსებმა კიევს Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.

რუსულმა ძალებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ზაპოროჟიესაც შეუტიეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმებში Storm Shadow ჩართო – ბრიანსკი პირველია
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა მახაჩყალაში რუსულ ნავთობობიექტს დაარტყეს