„ჯვაროსნებმა“ მეორე გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. გოლი 63-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ზუსტად სამ წუთში ჩეხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. თავი ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიჩინა და საქართველოს ეროვნული გუნდი მეტოქეს დიდი ანგარიშით ამარცხებს – 4:0.