,,კიდევ კარგი ოსკაროსანი ბებოები გვყავს და ბატკნის შემწირავი ბაბოები თორემ მაგარი ბანძია უკვე ქართული არჩევნები”-ნანუკა ჟორჟოლიანი

ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!,,ბიძინასთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ციფრი ყოფილიყო ზუგდიდში. ანუ, მიშას უნდა “წაეგო”,ამიტომაც გადაწერეს ხალხი თბილისიდან. ამიტომაც ათრიეს თინა ბოკუჩავა, ამიტომაც რიგდებოდა ფული ღიად. ამიტომაც იდგნენ უბნებთან “გავლენიანი” ბიძები ვირუჯებითო რომ ამბობდნენ. ანუ, მთავარია მიშამ არ დაამარცხოს და დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის”-წერს გადაცემა ,,ნანუკას შოუს” ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ,რომ ხელისუფლებამ მეორე ტურში სრული მობილიზება მოახდინოს

,,ძალიან კარგია მეორე ტური მთაწმინდაზე მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება როგორც წესი მეორე ტურში სრულ მობილიზაციას ახდენს და იმარჯვებს. მობილიზაციას ფულის, გავლენების, უბნის, ძველი ბიჭების. მიუხედავად ამისა ახლა, ყველა უნდა გავერთიანდეთ შალვა შავგულიძის ირგვლივ.

და ბოლოს, მე არ მჯერა რომ ბიძინა არჩევნებით წავა. არ გეგონოთ რევოლუციას ვთვლიდე ალტერნატივად. არა, არც ლიდერია, რის გარეშეც რევოლუციები არ ხდება და დროც სხვაა, მაგრამ ბიძინა არ წავა რა. ფული სულ ექნება, ხელისუფლებაც და ხელისუფლებაში ყოფნის სურვილიც. კიდევ კარგი ოსკაროსანი ბებოები გვყავს და ბატკნის შემწირავი ბაბოები თორემ მაგარი ბანძია უკვე ქართული არჩევნები.”-წერს ჟორჟოლიანი

banner
წინა სტატიაშისუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი-საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან