“კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო“ – თეა გოდოლაძე მიწისძვრაზე

ამ დილით 08:00-ზე თბილისის შემოგარენში საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ეპიცენტრში, რომელიც სოფელ ლელუბანში მდებარეობდა, სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გოდოლაძემ მოკლედ შეაფასა შექმნილი ვითარება:

„საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიულმა სერიამ გამაღვიძა. მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა“, – დაწერა გოდოლაძე

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 275 850 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსეთის საზღვაო ქვეითთა ბრიგადა გაანადგურეს