კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა, – ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის ინფორმაციით, მან პროკურატურას წერილის ასლი გადასცა, ორიგინალი კი ლონდონში, ექსპერტიზაზე გააგზავნა.
„როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი, წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე “, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.