კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს

margvelashviliiiiiსაქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილებები დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს.

“უდავოა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები, როგორც მონაწილე სუბიექტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი ჩვენ გვეყოლება მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, თუმცა მთლიანად სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იქნება გამარჯვებული. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის აღიარებაში მდგომარეობს. პოლიტიკური კულტურა ოპონენტს განიხილავს მოწინააღმდეგედ, და არა მტრად. სტაბილური საარჩევნო გარემოს დამკვიდრება გულისხმობს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღეს, არამედ თავად არჩევნების ჩატარების წესებზე მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალურ კონსენსუსს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ საკითხზე – საარჩევნო სისტემაზე, გასულ წელს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი, გაერთიანდნენ.

“ყველა გაერთიანდა ერთი პოლიტიკური ხედვის ირგვლივ – რაც მაჟორიტარული სისტემის უფრო სამართლიანი – პროპორციული პრინციპით ჩანაცვლებაში მდგომარეობს. ეს თანხმობა გაზიარებულია ჩვენი საზოგადოების მიერ, რაც საკანონმდებლო ინიციატივაზე 240 ათასამდე ამომრჩევლის ხელმოწერითაა დადასტურებული. განსხვავება დღეს მხოლოდ ამ უკეთესი და შეთანხმებული მოდელის დანერგვის თარიღშია – 2016 თუ 2020 წლის არჩევნები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა რეალურია და მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ 2016, არამედ 2017 და 2018 წლები საარჩევნოა. შესაბამისად ის ცვლილებები, რომლებიც ამ თვალსაზრისით გასატარებელია, დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის, მისი მომავალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ