კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ოცნებას”- დეკანოიძე მელიას შეხვდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, გუშინ რუსთავის ციხეში ნიკა მელია მოინახულა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ქართულ ოცნებას”.

დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ მელიას ციხეში ყოფნის დროს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი “უხამსად მხოლოდ ერთ ადგილზე საუბრობს”.

“წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას.

გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე.

რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამიკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს.

უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში”, – წერს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე – გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ბაქოში შეხვედრა ჰქონდა და საიმედო სიგნალი მოვიდა