კიდევ ერთი სენატორი, ბობ მენენდესი “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით” იმედგაცრუებულია

კიდევ ერთი ამერიკელი სენატორი ნიუ ჯერსიდან, ბობ მენენდესი “ტვიტერზე” ენმ-ის ოფისზე შტურმის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით იმედგაცრუებულია.

“იმედგაცრუებული ვარ დემოკრატიის უკუსვლით საქართველოში. პოლიტიკური უთანხმოებები არ უნდა გვარდებოდეს ძალის ან აგრესიის გამოყენებით. როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, მოვუწოდებ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგის აღდგენისკენ”.- წერს ბობ მენენდეზი

შეგახსენებთ, ენმ-ის ლიდერის შტურმის შემდეგ ნიკა მელიასა და მასთან ერთად, 20-ზე მეტი პირის დაკავებას მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა:

banner
წინა სტატიაშიფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაარცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა, რომ უსაფრთხოების ძალები ოპოზიციურ პარტიაში რეიდს მოაწყობდა – ტვაინინგი