“კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმის გზაზე… საქართველოს, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით, არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს”-როჰაჩი

“ვფიქრობ, ეს [დრაკონული კანონები] უკიდურესად აღმაშფოთებელი სიახლეა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე, იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმაოს, თუკი ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხს აპატიმრებს, უუქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის, ესაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს…

საბოლოოდ პოლიტიკური ცვლილება ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან. მხარდაჭერა აუცილებელია. დემოკრატიულ ცვლილებებს ნაყოფიერი ნიადაგი სჭირდება. ევროკავშირმა უკეთ უნდა მოახერხოს იმ სიგნალის ხაზგასმა, რომ საქართველოს, ახლანდელი მდგომარეობით, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით, არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. განსაკუთრებით კი ასეთი ამ ძალადობრივი და ავაზაკური ქცევის დაწყებით მთავრობის მხრიდან. დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა და ა.შ… უნდა იყოს მიზანმიმართული ძალისხმევა იმისკენ, რომ რეალური ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ისევე, როგორც რუსეთის შემთხვევაში. დიახ, ბევრი წუხს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნაკლოვანი და არაეფექტური იყო, მაგრამ ეს ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ეკონომიკით. საქართველო კი საკმაოდ პატარაა და ვფიქრობ ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს, დასავლელ ინვესტორებს და მსგავს მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე, საკმაოდ დიდია. ეს სრული მოცულობით უნდა გამოიყენონ”- განაცხადა “ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის” უფროსმა მკვლევარმა, დელიბორ როჰაჩმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშირუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას!