კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება ევროპარლამენტარებისგან

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტში მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ორივე მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოს მთავრობას და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დეესკალაციისთვის არის საჭირო, რათა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ შეიქმნა“,- ნათქვამია განცხადებაში.

სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან და დიალოგს დაუბრუნდნენ.

“ამ პოლიტიკური ჩიხიდან საქართველოს ისე გამოსვლას ისე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის ის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს რიტორიკისა და ქმედებებისგან, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს ”, — დაამატეს ევროპარლამენტარებმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშითუ პრემიერმინისტრი, რომელიც ოპოზიციას ტერორისტებს უწოდეს, თანამდებობაზე დარჩება და ნიკა მელია პატიმრობაში დარჩება, შესაძლოა საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდეს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია